www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის სამსახურის დისპეტჩერი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სამსახურის დისპეტჩერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი.
კატეგორია: საწყობი
სამუშაო საათები: 16:00-დან 22:00 საათამდე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომობილების ვიზუალური დათვალიერება და ტექნიკურ გამართულობაზე შემოწმება ყოველდღიურად;
** ავტომობილების დატვირთვა-ჩამოტვირთვის პროცესის მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩარევა;
** შიდა გადაზიდვების შესრულება კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად;
** ავტომობილების გადაადგილება სარემონტო პუნქტამდე და პირიქით წარმოებაში დაბრუნება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** BC კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია მსგავს პოზიციაზე).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დისპეტჩერი".

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru