www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგარანტიო მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

შპს "ჯითი მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითი მოტორსი" წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - "LandRover", "Ford", "Suzuki", "Jaguar" - ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://ford.com.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #163
სამუშაო განაკვეთი: სრული (დასვენების დღე კვირა).

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ტექნიკურ განხრას).
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერითი).
** რუსული და/ან სხვა ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია).
** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა.
** ავტომობილების სფეროს ბაზრის და სპეციფიკის ცოდნა.
** ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა.
** საავტომობილო სფეროში საგარანტიო მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
** რეკომენდაცია წინა სამსახურიდან.
** მართვის მოწმობა.
** სქესი: მამრობითი.
** ასაკი: 21 წლიდან.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ვალდებულია დაიცვას: ა) შრომის დისციპლინა; ბ) კლიენტებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები;
2. უზრუნველყოფს საგარანტიო სერვისული მომსახურების დაგეგმვას და ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;
3. მუდმივად ანხორციელებს ტექნიკური პერსონალის (ხელოსნების) მუშაობის კონტროლს და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგს;
4. სამუშაოთა დაწყების წინ უზრუნველყოფს საგარანტიო შემთხვევის იდენტიფიცირებას; (იგულისხმება, რომ კონკრეტული საგარანტიო წესით გასაწევი მომსახურების დაწყების წინ გადაამოწმებს ყველა გარემოებას, რაც გამორიცხავს ამ სამუშაოს საგარანტიო წესით წარმოების შეუძლებლობას, მაგ: -თუ დაზიანება გამოწვეულია გარეგანი ზემოქმედებით და/ან ავტომობილის ექსპლოატაციის წესების დარღვევით; -წინა სამუშაოები წარმოებულია ჩვენი სერვისის გვერდის ავლით და/ან სახეზეა საგარანტიო მომსახურების წინასწარ შეთანხმებული პირობების დარღვევის ფაქტი; -თუ დაზიანება აღენიშნება სწრაფცვეთად დეტალს და/ან ისეთ დეტალს, რაზეც გარანტია არ ვრცელდება);
5. წარმოადგენს მატერიალურად პასუხისმგებელ პირს და პასუხისმგებელია იმ ტექნიკური ინვენტარის და ინსტრუმენტების აღრიცხვიანობაზე, რაც მას აბარია;
6. პასუხისმგებელია საგარანტიო სერვისის მიმართულებით წარმოებული დოკუმენტაციის წარმოების სისრულესა და საჭირო დოკუმენტების/რეპორტების სათაო კომპანიაში დროულად გადაგზავნაზე;
7. მუდმივად აკონტროლებს, რომ საგარანტიო შეკეთება მოხდეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის (შეკვეთის) საფუძველზე;
8. მწარმოებლის მიერ საგარანტიო აუდიტის ჩატარების დროს, წარუდგენს აუდიტორს მოთხოვნილი დოკუმენტაციის სსრულ პაკეტს და პასუხისმგებელია აუდიტის შედეგებზე. ამისათვის, ყოველთვიურად აწარმოებს დოკუმენტაციას გაგზავნილი კლეიმების გადამოწმების მიზნით და კვარტალში ერთხელ ტექნიკურ დირექტორთან ერთად აწყობს გაგზავნილი კლეიმების შერჩევით შიდა აუდიტს.
9. მოვალეა მკაცრად დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები, რაც გათვალისწინებულია ზოგადად არსებული უსაფრთხოების წესებით, ასევე მწარმოებლების მიერ დადგენილი ნორმატივებითა და ტექნიკური მოთხოვნებით;
10. მოიპოვებს და აანალიზებს ინფორმაციას კონკურენტების მომსახურების ფასებსა და სხვა პირობებზე;
11. სისტემატურად იმაღლებს საკუთარი პროფესიული მომზადების დონეს მწარმოებლის მიერ მოწოდებული და სხვა სპეციალური-ტექნიკური ლიტერატურის გამოყენებით; დროულად აბარებს სასწავლო ვებგვერდზე განთავსებულ სავალდებულო ტრენინგებს.

ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები) და დამატებით ბონუსი (კომპანიაში არსებული ბუნუსური სისტემის შესაბამისად).

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: info@jaguar.com.ge და ასევე გთხოვთ, საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, კერძოდ "საგარანტიო მენეჯერი ქ. თბილისი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 31 ოქტომბერი, 2018 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru