www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ახალი პროდუქტის უცხოურ ბაზარზე მუდმივი მოძიება;
** უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
** პირობების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
** შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა.
** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** ტენდერების მოძიება და მონაწილეობის მიღება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** სასურველია თურქული ენის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობისა უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** იმპორტის მიმართულებით 2 წლიანი გამოცდილება ფარმაცევტულ ან სამედიცინო სფეროში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "იმპორტის მენეჯერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru