www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი - რეგიონები
მომწოდებელი: მედფარმა პლუსი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

ფარმაცევტული კომპანია შპს "მედფარმა პლუსი" აცხადებს ფარმაცევტის ვაკანსიას საქართველოს ყველა რეგიონში:

** სამეგრელო-ზემო სვანეთი;
** სამცხე-ჯავახეთი;
** აჭარა;
** ქვემო ქართლი;
** შიდა ქართლი;
** იმერეთი;
** კახეთი;
** მცხეთა-მთიანეთი;
** რაჭა-ლეჩხუმი;
** გურია.

შპს "მედფარმა პლუსი" მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც საბითუმო და საცალო რეალიზაციას ახორციელებს, როგორც სახელმწიფო დაკვეთების უზრუნველყოფისათვის, ასევე პირდაპირი კომერციული საჭიროებისათვის. ფირმის ლოჯისტიკური მომსახურება მოიცავს ორ მიმართულებას:

** საკუთარი პროდუქციის ლოჯისტიკას;
** სახელმწიფოს კუთვნილი მედიკამენტების შენახვას, დისტრიბუციასა და ბენეფიციარების უზრუნველყოფას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პრინციპები:

** მუდმივად ვუყუროთ ბიზნესს მომხმარებლის თვალით;
** ბიზნესის საზღვრები მუდმივად ჯდებოდეს ეთიკის საზღვრებში;
** ღირებულების ინოვაცია - მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს მისთვის კმაყოფილების მომტანი;
** სანდოობა - შეძენილი საქონლის შენახვის პირობების მაღალი სტანდარტების დაცვით, ხარისხის უზრუნველყოფა და შესაბამისად სანდოობის განმტკიცება.

ფარმაცევტის ვაკანსიისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

** ფარმაცევტული განათლება (ბაკალავრი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** აფთიაქში ფარმაცევტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** სანდოობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათთან ერთად მისამართზე: admin@medpharma.ge და სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.

მეილი სათაურის გარეშე არ განიხილება!

განაცხადები მიიღება 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru