www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი სმარტი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

სუპერმარკეტების ქსელი "სმარტ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია, უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** დროისა და საქმის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: wissolcareer@wissol.ge და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 9 ნოემბერი.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru