www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი - ბათუმი, თბილისი
მომწოდებელი: Smile MIX
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

"Smile MIX" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე (ბათუმში, თბილისში), სამშენებლო, კერძოდ ლაქ-საღებავების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის შეთავაზება;
** პროდუქციის გაყიდვა;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** მომხმარებლის მხარდაჭერა გაყიდვის შემდეგ არსებული პრობლემის შემთხვევაში.

მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს სამუშაო გამოცდილებით გაყიდვების სფეროში
** რუსული ენის ცოდნა სასურველია

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი, შრომისმოყვარე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: info@smilepaints.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru