www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი "Applus+", რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია, თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო პროგრამაში ასახული სხვადასხვა ანგარიშების ნაშთების კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** საგადასახადო პორტალზე მიღებული და გაცემული მონაცემების შემოწმება;
** საბანკო ოპერაციების წარმოება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან/დ ბუღალტერიის მიმართულებით;
** აუცილებელია, ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** აუცილებელია MS Excel-ის კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შესრულების სიზუსტისა და სისწრაფის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2018 წლის 31 ოქტომბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - მთავარი ბუღალტერი.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru