www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თევზის ტექნოლოგი
მომწოდებელი: ოკეანე
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 5000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ოკეანე" აცხადებს ვაკანსიას თევზის ტექნოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებაში ტექნოლოგიური ციკლის დაგეგმვა;
** ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება და ტექნოლოგიური პროცესების გაწერა;
** წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულის განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში ჩაშვების უზრუნველყოფა;
** განახლებული ტექნოლოგიებისა და ახალი რეცეპტურების დანერგვისას, ასევე არსებული რეცეპტურების რედაქტირების შემთხვევაში თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა;
** ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის პროცესების მართვა და დაცვის მკაცრი კონტროლი;
** პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში უშუალო ჩართულობა შესაბამის სამსახურთან ერთად;
** საწარმოს კვლევითი და ექსპერიმენტალური სამუშაოების ხელმძღვანელობა და საწარმოო კვლევების ორგანიზება;
** პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა;
** როგორც ნედლეულის, ასევე შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციის შემადგენლობის შექმნისას სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინება, მათი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა;
** პროდუქციის შემადგენლობის შექმნისას სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინება, მათი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
** თევზის ტექნოლოგად მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
** თევზის პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიისა და საწარმოო პროცესების ცოდნა;
** სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: რუსული - აუცილებელია, ინგლისური - სასურველია

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: staff@nikora.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 ოქტომბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru