www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლინიკური კვლევების კოორდინატორის მოსამზადებელი კურსი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ოქტომბერი

ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს მიღებას კლინიკური კვლევების კოორდინატორის მოსამზადებელ კურსზე.

აღნიშნული კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ GCP-ს (კარგი კლინიკური პრაქტიკის) სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, დაეუფლონ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რომელიც საჭიროა ამ მიმართულებით მათი პროფესიული წინსვლისა და განვითარებისათვის.

კურსის გასავლელად აუცილებელი მოთხოვნებია:

** ბაზისური სამედიცინო განათლება, შესაძლებელია სამედიცინო ფაკულტეტის IV, V, VI კურსის სტუდენტების მონაწილეობა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა

მონაწილეობის მსურველთა ასაკი არ არის შეზღუდული

კურსის ხანგრძლივობა: 15 საათი (10 შეხვედრა)
ღირებულება: 250 ლარი
დაწყების თარიღი: 1 ნოემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy.surgery@aversi.com. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ კურსის დასახელება (კლინიკური კვლევების კორდინარტორის მოსამზადებელი კურსი).

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru