www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

კომპანია "ჰაიდელბერგ ჯორჯია" (http://www.heidelberg.ge) აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები (დეტალურად):

** კორესპონდენციის წარმოება, მართვა
** ფოსტის მიღება-გაგზავნა
** უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა/მიმოწერა
** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება (მოლაპარაკებები, პრეზენტაციები, მივლინებების ორგანიზება, სტუმრების მიღება), ორგანიზაციებთან ურთიერთობა
** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება
** კომპანიის პარტნიორებსა და კონტრაქტორებთან ურთიერთობის დოკუმენტური მხარის წარმოება/კონტროლი/აღრიცხვა.
** პირადი ასისტენტის ფუნქციები;
** უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულებას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციაში (დახასიათება წინა სამსახურიდან)
** განათლება: უმაღლესი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ასაკი: 22-დან 30 წლამდე

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
** დისციპლინა

სამუშაო პირობები: სამუშაო საათები 10:00-დან 19:00 ორშაბათი - პარასკევი, შაბათი: 10:00/17:00

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ 2018 წლის 25 ოქტომბრამდე მისამართზე: vacancy@heidelberg.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ასისტენტი"

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru