www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციზე ლიბერთი ბანკის სათავო ოფისში.

აღნიშნული ვაკანსია ცხადდება ლიბერთის ალტერნატიული საბანკო არხების ლოიალობის პროექტზე სამუშაოდ. პროექტი შინაარსობრივად წარმოადგენს ინოვაციურ ვებ-პლატფორმას, რომელზეც განთავსდება ბანკის პარტნიორი კომპანიების ფასდაკლებები და სხვა შეთავაზებები. კომერციული მენეჯერი, ამ პროექტის პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.

ლიბერთის მთავარი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული კადრების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური პარტნიორი კომპანიების ბაზების ორგანიზება და მათი საკონტაქტო ინფორმაციების მოძიება;
** ამ კომპანიებთან კომუნიკაციის დამყარება და შეხვედრების ორგანიზება;
** ლოიალობის პროგრამაში ჩართვის შეთავაზება და საჭიროებისამებრ პრეზენტაციის წარმართვა;
** ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ან მის პარალელურად სხვა საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
** კომპანიებთან საპარტნიორო ხელშეკრულების მომზადება / გაფორმება და მათთან სრულყოფილი თანამშრომლობისთვის საჭირო ყველა პროცესის კურირება;
** პოტენციური კორპორაციული კლიენტების ბაზების მუდმივი განახლება;
** რეპორტინგის წარმოება დაგეგმილ და შესრულებულ სამუშაოებზე;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მის დახვეწის გზებზე პერმანენტული ზრუნვა;
** პარტნიორი კომპანიების კმაყოფილებასა და მათთვის შეთავაზებული მომსახურების დროულ მიწოდებაზე ზრუნვა;
** არსებული კლიენტების მოვლა და მათთან ურთიერთობის განვითარება;
** ბანკის სხვა პროდუქტების პირობების ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში დაკავშირება / გადამისამართება ლიბერთი ბანკის შესაბამის მიმართულებასთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერი დადგენილი ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად;
** საცალო ან კორპორატიული გაყიდვების ან მომსახურების განხრით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული / საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ფლობა;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან პირადი საკონტაქტო პორტფელის ქონა - ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა, სისხარტე და ენერგიულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
** დროის ეფექტური მართვა;

სამუშაო პირობები:

სამუშაო განრიგი - სრული სამუშაო კვირა. 10:00 - 19:00 სთ;
ანაზღაურება - საშუალოზე მაღალი (დამოკიდებულია კანდიდატურის გამოცდილებაზე) დამატებული კვარტალური ბონუსები;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ფოტოსურათით ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:

"ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru