www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერ-კონსულტანტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. "გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

"ბი ემ სი გორგიას" პრემიუმ კლასის შოურუმი "ლუსონი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერ-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერიერის დიზაინერების ბაზის შექმნა და განვითარება
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** Archicad პროგრამაში მომხმარებლებისთვის დიზაინის შექმნა
** ფილების ბოქსებში მოწესრიგება-განლაგებაზე უშუალო პასუხისმგებლობა
** ყოველკვირეული ანალიზი/რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინტერიერის დიზაინის მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დიზაინერის პოზიციაზე
** Archicad პროგრამის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პრეზენტაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 25 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject1@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru