www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ვებ-დეველოპერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ვებ-დეველოპერის თანამდებობაზე თბილისში, სათაო ოფისში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 70 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 40 ფილიალისა და 17 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** საბონუსე სისტემას;
** პრემიალურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

** საჭირო პროგრამული უზრუნველყოფების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ პროგრამული შეცდომების გასწორება, საჭირო განახლებების დამატება და დეველოპერული მხარდაჭერა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** პროგრამირება: PHP, javascript, jQuery, CSS, HTML მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა: MySQL მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება: MySQL მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** C++ ან C# ან Java ენაზე პროგრამირება ჩაითვლება უპირატესობად;
** T-SQL ან PL/SQL ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Linux ადმინისტრირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ORACLE მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად .

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 25 ოქტომბერი.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru