www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: app.zip
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებას ვაკანსიას პოზიციაზე - დირექტორის თანაშემწე.

ფუნქციები:

** კომპანიის ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზაციული მხარის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** საჭიროებისამებრ კომპანიის ხელმძღვანელის თანხლება შეხვედრებზე, ღონისძიებებზე, ვიზიტებისა თუ მივლინებების დროს;
** კომპანიის ხელმძღვანელის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ღონისძიებებში მონაწილეობის და მივლინებების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: მოსაწვევების, ბილეთების, სასტუმროს დაჯავშნა, ტრანსპორტირების საკითხები, ღონისძიების განრიგის გარკვევა, ღონისძიებაში მონაწილეთა ვინაობის გარკვევა და სხვა;
** კომპანიის ხელმძღვანელის საქმიანი კალენდრის წარმოება, შეხვედრების, თათბირების და მისთ. ჩანიშვნა საჭიროებისამებრ დირექტორთან თუ სხვა სათანადო პირებთან შეთანხმებით;
** კომპანიის ხელმძღვანელის მიერ ინიცირებული შეხვედრების, თათბირების და მისთ. დღის წესრიგის მომზადების მიზნით, შესაბამისი სამსახურებიდან საკითხების დროულად და სრულყოფილად მიღების ორგანიზება, დღის წესრიგის პროექტის მომზადება, საჭიროებისამებრ მისი შეთანხმება დირექტორთან და საჭირო პირებისათვის დაგზავნა;
** კომპანიის ხელმძღვანელის მიერ ინიცირებული შეხვედრების, თათბირების და მისთ. ორგანიზება, ოქმების, მემორანდუმების და მისთ. შედგენა, მათი ხელმოწერის ორგანიზება, საჭირო პირებისთვის დაგზავნა;
** თათბირებზე, შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებების, გაცემული დავალებების და ზოგადად, შესასრულებელი საკითხების შემდგომი განხორციელების მონიტორინგი: შეხსენება და საჭიროებისამებრ კოორდინაციაში დახმარება შესაბამისი პირებისათვის, ინფორმაციის მიღება მათგან, დირექტორის ოპერატიული და ორგანიზებული ინფორმირება საკითხის მსვლელობის შესახებ, შედეგების გათვალისწინება მომდევნო თათბირის, შეხვედრის თუ სხვ. დღის წესრიგისათვის;
** დირექტორის დავალებისამებრ, ანდა მისი არყოფნის ან დაკავებულობის შემთხვევაში, დირექტორის მიმდინარე დავალებების გადაცემა თანამშრომლებისათვის, მათი შესრულების მონიტორინგი: შეხსენება და საჭიროებისამებრ კოორდინაციაში დახმარება შესაბამისი პირებისათვის, ინფორმაციის მიღება მათგან, დირექტორის ოპერატიული და ორგანიზებული ინფორმირება საკითხის მსვლელობის შესახებ;
** დირექტორის დავალებისამებრ, ანდა მისი არყოფნის ან დაკავებულობის შემთხვევაში, დირექტორთან შეხვედრის, საკითხების განხილვის, მისთვის ინფორმაციის ანდა დოკუმენტების მიწოდების ან მისგან მიღების მსურველი თანამშრომლებისა თუ სხვა პირებისაგან ინფორმაციის და დოკუმენტების მიღება, დირექტორისათვის მათი გადაცემა, საჭიროებისამებრ და შესაძლებლობის ფარგლებში პასუხის შეტყობინება დაინტერესებული თანამშრომლისა თუ სხვა პირისათვის;
** დირექტორის დავალებისამებრ, ზოგადად კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა სამუშაო საკითხებზე ინფორმაციის მოპოვება და დირექტორის ინფორმირება;
** დირექტორის დავალებისამებრ, ანდა მისი არყოფნის ან დაკავებულობის შემთხვევაში, დირექტორის ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ინფორმაციის ოპერატიულად, ორგანიზებულად და მოწესრიგებულად მიწოდება დირექტორისათვის, საჭიროებისამებრ დირექტორთან შეთანხმებით შემდეგი მოქმედებების შესრულება: ელექტრონული გზავნილების ან მათში მითითებული საკითხების გადამისამართება შესაბამის პირებთან, წერილების ავტორებთან დაკონტაქტება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ან მათგან მიღება, წერილებისათვის პასუხების მომზადება და საკუთარი ელექტრონული ფოსტიდან გაგზავნა;
** დირექტორის დავალებისამებრ, ანდა მისი არყოფნის ან დაკავებულობის შემთხვევაში, დოკუმენტბრუნვის პროგრამის დირექტორის ანგარიშის შემოწმება, ინფორმაციის ოპერატიულად, ორგანიზებულად და მოწესრიგებულად მიწოდება დირექტორისათვის, საჭიროებისამებრ დირექტორთან შეთანხმებით შემდეგი მოქმედებების შესრულება: წერილებზე რეზოლუციების მომზადება და წერილების ან მათში მითითებული საკითხების გადამისამართება შესაბამის პირებთან, წერილების ავტორებთან დაკონტაქტება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ან მათგან მიღება, წერილებისათვის პასუხების მომზადება, დირექტორის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ხელმოწერის ორგანიზება;
** დირექტორის დავალებისამებრ, ანდა მისი არყოფნის ან დაკავებულობის შემთხვევაში, დირექტორის ტელეფონიდან ზარების გადამისამართება თავის ნომერზე ან დირექტორის ტელეფონის მეთვალყურეობა, შემომავალი ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების მიღება და მოკლე პასუხის გაცემა, ინფორმაციის ოპერატიულად, ორგანიზებულად და მოწესრიგებულად მიწოდება დირექტორისათვის, საჭიროებისა და შესაძლებლობის შესაბამისად, პასუხის გაცემა ზარებისა და შეტყობინებების ავტორებისათვის;
** დოკუმენტბრუნვის პროგრამით, ელექტრონული ფოსტით თუ ტელეფონით წამოჭრილი და გადამისამართებული საკითხების შემდგომი მსვლელობის მონიტორინგი: შეხსენება და საჭიროებისამებრ კოორდინაციაში დახმარება შესაბამისი პირებისათვის, ინფორმაციის მიღება მათგან, დირექტორის ოპერატიული და ორგანიზებული ინფორმირება საკითხის მსვლელობის შესახებ;
** კომპანიის დირექტორის მიერ ხელმოსაწერი კორესპონდენციის, ხელშეკრულებების, ბრძანებების, ცნობებისა და სხვა დოკუმენტების გაცნობა, მათი ფორმალური და პროცედურული გამართულობის დაცულობის მონიტორინგი;
** დირექტორთან ხელზე შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა და საჭიროებისამებრ, მათი კანცელარიაში აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს და პარტნიორთა კრების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
** კომპანიის კონტრაქტორების, პარტნიორი კომპანიების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, სახელმწიფო დაწესებულებების საკონტაქტო მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** კომპანიის დირექტორთან ანდა აპარატის უფროსთან შეთანხმებული კრიტერიუმებით კომპანიისათვის ანდა დირექტორისათვის პოტენციურად საინტერესო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიება, გარკვევა და აპარატის უფროსისათვის და დირექტორისათვის შეტყობინება;
** საჭიროებისამებრ, დირექტორის ანდა მისი სტუმრების ლანჩით და ცხელი ან გამაგრილებელი სასმელებით უზრუნველყოფა, საჭიროებისამებრ მათი შეკვეთა და მოტანის ორგანიზება, ანდა მომზადება, ასევე უშუალოდ გამასპინძლება;
** კომპანიის ადმინისტრაციულ და წარმომადგენლობით საქმიანობაში აპარატის უფროსის ხელშეწყობა და მისი დავალებების შესრულება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარჩვევები

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook

სარგებელი ანაზღაურების გარდა:

** კორპორატიული სიმ-ბარათი თანხის ლიმიტით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ტრანსპორტირება ქალაქის ცენტრიდან სამუშაო ადგილამდე და უკან

სამუშაო ადგილი:

** საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, აეროპორტის დასახლება
** საჭიროებისამებრ მივლინებები რეგიონულ აეროპორტებში

შერჩევა: კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების მეშვეობით. შესაძლებელია შერჩევის პროცესი მოიცავდეს კანდიდატის სამუშაო უნარ-ჩვევების, ასევე კომპიუტერული პროგრამების და უცხო ენის ცოდნის დონის შემოწმებას.

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru