www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს მენეჯერი - ბაკურიანი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

სასტუმროების ქსელი "კრისტალი" აერთიანებს 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს, ვილების კომპლექსებს, სპა ცენტრს ბაკურიანში. "კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე.

სასტუმრო "კრისტალი" 4* აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოდ.

მდებარეობა: ბაკურიანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ამავე სფეროში
** მენეჯმენტის და მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა
** ფინანსური დაგეგმვის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** სასტუმროს მატერიალური ბაზის ფუნქციური დაგეგმვის ორგანიზება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** ასაკი: 30 წლის ზევით
** სქესი: არ არის შეზღუდული

ფუნქცია მოვალეობები:

** სასტუმროს ეფექტურად ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი (სასტუმროს ყველა დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია, ხარისხისა და ვადების კონტროლი)
** ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა
** რეკრუტინგი
** მარკეტინგული სტრატეგიისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა
** სასტუმრო საქმიანობის ეკონომიკური მაჩვენებლის და ფინანსური რესურსების ეფექტურად ხარჯვის ანალიზი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** ორგანიზებულობა
** პასუხიმგებლობის მაღალი უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** ცვლილებებისადმი მზაობა

დამატებითი პირობა: სარგებელი: საცხოვრებლით, კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა (საცხოვრებლიდან ან ბორჯომიდან სასტუმრომდე).
სამუშაო პირობა: Full Time.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@hotelcrystal.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru