www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: moitane.ge
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

პროდუქტების მიტანის სერვისი moitane.ge აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები: პროდუქტების ადრესატისთვის მიწოდება არსებული წესების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18-დან 40 წლამდე;
** კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** სკუტერის მართვის 1 წლიანი უწყვეტი სტაჟი ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, მოტივირებულობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტაცია.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 45 45 43



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru