www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვირტუალური თანაშემწე - გერმანულენოვანი
მომწოდებელი: eAssistentin UG
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

ჩვენ ვეძებთ გერმანული ენის ძალიან მაღალ დონეზე მცოდნე ვირტუალურ თანაშემწეს/ასისტენტს.

სავალდებულოა გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის სერთიფიკატი C1 ან C2 დონე.

ასისტენტს, სხვა სამუშაოსთან ერთან, მოუწევს გერმანულენოვან კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა, გერმანულ ენაზე ტექსტების შედგენა და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ:

** მრავალფეროვან სამუშაოს
** საშუალოზე მაღალ ანაზღაურებას (20-40 სთ/კვირაში -> 80-160 სთ/თვეში) - დაახლოებით 700-800 ევროს თვეში (- > მაგალითად 170 სთ/თვეში, → 4 ან 5 ევრო/საათში!!!)
** სამუშაოს შესრულებას სახლიდან გაუსვლელად (სამუშაო ადგილამდე მისვლის ხარჯები და დრო იზოგება)
** გერმანულ ფირმაში მუშაობის და გერმანულენოვან კლიენტებთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილების შეძენას (შვეიცარია, ავსტრია, გერმანია)
** გერმანული ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და გაღრმავებას.

ვირტუალური პირადი ასისტენტის (VPA) საქმიანობა მოიცავს:

** ინფორმაციის მოძიებას
** ფასისა და ხარისხის შედარებას
** ვებგვერდის ადმინისტრირებას
** ქსელის ასისტენტობას
** მონაცემთა დამუშავებას
** მონაცემთა შეტანას
** დღესასწაულების/ვიზიტების დაგეგმვას
** თავისუფალი დღეების/შვებულებების დაგეგმვას...

წინაპირობები:

** გერმანულის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა! (სამეტყველო + წერითი უნარები)!
** სასურველია, ასევე, ინგლისური ენის კარგ ან ძალიან კარგ დონეზე ცოდნა (სამეტყველო + წერითი უნარები)! ინგლისურის ცოდნა სავალდებულო არ არის!
** ლეპტოპი ან კომპიუტერი სახლში
** სწრაფი ინტერნეტ-კავშირი, მაგალითად სკაიპ-საუბრებისთვის
** კვირაში მინიმუმ 20 თავისუფალი საათი.

მნიშვნელოვანია:

სამუშაოს დაწყებიდან სამი თვის შემდეგ ნახევარ განაკვეთზე მყოფმა ასისტენტებმა სამუშაოს მოცულობა მინიმუმ 30 საათამდე ან სრულ განაკვეთამდე (40სთ/კვირა) უნდა გაზარდონ.
საწყის ეტაპზე დამწყებ ასისტენტებს მუშაობაში ეხმარებიან ჩვენი კოლექტივის გამოცდილი წევრები.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებგვერდზე: eAssistentin.de

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: job@eassistentin.de (გერმანულ ენაზე, PDF ან Word-ის დოკუმენტის სახით). ასევე, მოგვწერეთ თქვენი Skype-სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.

გარდა ამისა, კანდიდატთან გასაუბრების შედეგად მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანდიდატმა აუცილებელად უნდა წარმოადგინოს ნასამართლეობის შესახებ ცნობა.

გთხოვთ, ნუ დაგვირეკავთ. კონტაქტი წარმოებს მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით!

გთხოვთ, ჩვენთან მიმოწერისას გადაამოწმეთ ასევე თქვენი მეილის სპამ-ფოლდერი, რადგან შესაძლებელია რომ ჩვენს მიერ თქვენთვის გამოგზავნილი წერილი შემთხვევით სპამში მოხვდეს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru