www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი მერქნიანი მცენარეების ნერგების შესყიდვაზე
მომწოდებელი: კავკასიის რეგ. გარემოსდაცვითი ცენტრი
თანდართული ფაილი: Tender Materials Supply Seedlings Geo.zip
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 ნოემბერი

სატენდერო განცხადება სარგავი მასალის - მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) ნერგების შესყიდვაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR) პროექტის მიერ დაფინანსებული საველე პროექტის ფარგლებში

სატენდერო განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 2018 წლის 29 ნოემბერი
სატენდერო განცხადების საიდენტიფიკაციო ნომერი: RECC-SP-OL-002-AMMAR-IFAD-2018-10-01

"კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი" (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს სარგავი მასალის - მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) ნერგების შესყიდვაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზრებზე წვდომისა და მოქნილობის პროექტის (AMMAR) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საველე პროექტის "მიწის ეროზიის საწინააღმდეგო აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება 650 ჰა სახნავი მიწის ფართობზე ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით - შიდა ქართლის მოწყვლად მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში ორ ლოტად:

ლოტი 1 - წიწვოვანი მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) კონტეინერული ნერგების შესყიდვა
ლოტი 2 - ფოთლოვანი მერქნიანი მცენარეების (ხე-მცენარეების) კონტეინერული ნერგების (კომით) და/ან არაკონტეინერული (ღია ფესვით) ნერგების შესყიდვა

ზემოთ მოყვანილი ორივე ლოტი ითვალისწინებს 2018 წლის ნოემბერში ნერგების მიწოდებას გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლების გაშენებისთვის შერჩეულ 17 საცდელ უბანზე.

სატენდერო მასალები (ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმა, მიწოდების გრაფიკი, ფინანსური შეთავაზების ფორმა) PDF ფორმატში ხელმისაწვდომია ამავე ვებ-გვერდზე - Tender Materials Supply Seedlings Geo.zip.

სატენდერო მასალები (ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმა, მიწოდების გრაფიკი/ადგილი, ფინანსური შეთავაზების ფორმა) Microsoft Word/Excel-ის ფორმატში მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება დაინტერესებულ პირს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრში (REC Caucasus), ან ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენდერო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკური განაცხადის (ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმის - დანართები I და II) და ფინანსური განაცხადის (ფინანსური შეთავაზების ფორმა - დანართი IV) ერთობლიობის სახით.

სატენდერო განაცხადი შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტზე. სატენდერო განაცხადი არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი ლოტის ნაწილზე - ამგვარი განაცხადი განხილული არ იქნება.

სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 29 ნოემბრის 16:00 საათი ადგილობრივი დროით. სატენდერო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრში (REC Caucasus) - მისამართზე: ბადრი შოშიტაიშვილის ქ. 13, თბილისი 0179, საქართველო.

სატენდერო განაცხადი გამოგზავნილი უნდა იქნეს ფოსტით. ხელით წარმოდგენის შემთხვევაში - მიღებული უნდა იქნეს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) უფლებამოსილი პირი წარმომდგენზე გასცემს წერილობით დასტურს სატენდერო განაცხადის მიღების თაობაზე.

სატენდერო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ:

** კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მისამართი;
** სატენდერო განცხადების საიდენტიფიკაციო ნომერი: RECC-SP-OL-002-AMMAR-IFAD-2018-10-01;
** სატენდერო განაცხადის მხოლოდ ერთ ლოტზე წარმოდგენის შემთხვევაში - შესაბამისი ლოტის ნომერი;
** სიტყვები "არ გაიხსნას სატენდერო კომისიის სხდომამდე";
** ტენდერში მონაწილე სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) დასახელება.

ტექნიკური განაცხადი (ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმა/ფორმები - დანართები I, II) და ფინანსური განაცხადი (ფინანსური შეთავაზების ფორმა - დანართი IV) განთავსებული უნდა იყოს განცალკევებულ დალუქულ კონვერტებში. ხოლო ეს ორი (განცალკევებული) კონვერტი ერთად უნდა განთავსდეს ერთ, ასევე დალუქულ, კონვერტში.

სატენდერო კომისიის სხდომის დაწყების დრო: 2018 წლის 29 ნოემბრის 17:00 საათი ადგილობრივი დროით.

ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ხარისხი-ფასის შერჩევის მეთოდის (ტექნიკური კომპონენტი და ფინანსური კომპონენტი) გამოყენების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისა და შეკითხვებისთვის შეიძლება მიმართოთ:
ბ-ნ გიორგი ყიფიანი (უფლებამოსილი პირი)
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus)
ბადრი შოშიტაიშვილის ქ. 13
თბილისი 0179, საქართველო
ტელ.: +995 32 2250775
მობ.:: +995 577 177171
ელ-ფოსტა: giorgi.kipiani@rec-caucasus.org
http://www.rec-caucasus.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru