www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო ოპერატორი
მომწოდებელი: Georgian Automobile Club
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

GAC - რომლის პროფილსაც წარმოადგენს ავტომობილები და მათი მომსახურება - აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე, შესაბამისი რეაგირება;
** პრობლემის დროული და ოპერატიული იდენტიფიცირება;
** შემოსული ზარების შესახებ ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მომხმარებელთა მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
** ელექტრონული ფოსტის მართვა;
** კლიენტის პრობლემებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში სწორად გადამისამართება;
** პერიოდულად გამავალი ზარების განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის ოფიციალურ გვერდზე შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქოლ-ცენტრის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (დამატებით სხვა რომელიმე უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად მეტყველების და აზრის გადაცემის უნარი, სტრესულ გარემოში სწრაფად ორიენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gac.ge და გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru