www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: თბილისის არქიტექტურის სამსახური
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს.

კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:

** I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
** III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
** ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

ხანგრძლივობა: 3 თვე
სამუშაო საათები: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შარტავას ქ. №7

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ან მაგისტრატურის სტუდენტებს.

სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან არქიტექტურის სამსახურში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: architect@tbilisi.gov.ge და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - სტაჟირება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვირეკოთ: 574738108

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru