www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჭრელი აბანო
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;
** სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** კომპანიაში შემოსულ ზარებსა და სატელეფონო შეტყობინებებზე დროული და თავაზიანი პასუხი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** შემოსული და/ან გასული დოკუმენტებისა და კორესპონდენციის მოწესრიგება-კონტროლი;
** ყველა ადმინისტრაციული საკითხის დროული და ეფექტური მოგვარება;
** საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვა, გახარჯვა და ჩამოწერა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
** კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დაგეგმარების უნარი;
** გუნდური სულისკვეთება;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინტერესდით რომელიმე ზემოთ აღნიშნული პოზიციით და აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jaba.mamatsashvili@gmail.com

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru