www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Landhoff და სხვა.  დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ანაზღაურება: 800-1200 ₾.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი;
** სხვადასხვა განყოფილების/რეგიონის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება/გაუმჯობესება/შენარჩუნება;
** ეფექტური მექანიზმების შემუშავება ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის ოპტიმალური მუშაობისათვის;
** სწრაფი კომერციული კალკულაციების განხორციელება;
** მონაცემთა ბაზების დამუშავება, გასუფთავება და დასკვნების გაკეთება;
** ნაწილობრივ-სტრუქტურული მონაცემების სტრუქტურული ფორმის მიცემა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ეკონომიკური/მათემატიკური განხრით);
** ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აკურატული და გამართული რეპორტების გაკეთების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** სხვა ანალიტიკური პროგრამების/ალგორითმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** მათემატიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი;
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** დატვირთულ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზვანოთ ელექტრონულ მისამართზე hr@europroduct.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru