www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

კომპანია "მიფასი", აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ჩვენი კომპანია 20 წელი მოღვაწეობს ბაზარზე მუსიკალური ინსტრუმენტების, პროფესიონალური, სასცენო აუდიო აპარატურის და განათების სფეროში და არის ლიდერი თავის სეგმენტში.

სამუშაო მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ბანკთან ურთიერთობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ორიენტირებული
** პუნქტუალურობა
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური და ენერგიული

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: david@mifasi.ge -ზე და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru