www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი/მოლარე
მომწოდებელი: ზარაფხანა
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

"ზარაფხანა" 1939 წლიდან შეუბღალავად ინარჩუნებს და ავითარებს  მრავალსაუკუნოვან ქართულ საიუველირო მემკვიდრეობას. საოქრომჭედლო ტრადიციების, იუველირ-დიზაინერების პროფესიონალიზმისა და თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესის იდეალური ბალანსი საიუველირო სფეროში "ზარაფხანას" უპირობო ლიდერის პოზიციაზე აყენებს.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდზე: www.zarapxana.ge

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის/მოლარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი, საცალო ქსელის სამსახური.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრიორიტეტულია უმაღლესი განათლება;
** პრიორიტეტულია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სამკაულის მცოდნე და საიუველირო სფეროში გამოცდილ აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა;
** სავალდებულოა ინგლისურისა და რუსულის ენების სრულყოფილი ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პრიორიტეტულია რომელიმე სააღრიცხვო ან საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
** პრიორიტეტულია მიღებული საკვალიფიკაციო ტრენინგები და კურსები გაყიდვების კუთხით.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელთან პროდუქტის პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების ეფექტური წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებული;
** შრომისმოყვარე;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფიზიკური პირების მომსახურეობა, პროდუქტის რეალიზება, თანმდევი გაყიდვები;
** ინდივიდუალური შეკვეთის მიღება, მონიტორინგი,ადმინისტრირება;
** არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის გაგრძელება და სერვისის დახვეწა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

საიუველირო კომპანია "ზარაფხანაში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ზარაფხანას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zarapxana.ge

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru