www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

შპს "მისო ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

**  საკრედიტო პროექტების შეფასება, ანალიზი და ხარისხის კონტროლი
**  საკრედიტო ფაილზე შესაბამისი დასკვნის მომზადება
**  ცალკეული სესხების და მთლიანი საკრედიტო პორტფელის საკრედიტო რისკების შეფასება და ანალიზი
**  საკრედიტო მეთოდოლოგიის შემუშავება-რეკომენდაციის მომზადება
**  ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობა.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

**  მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი სამუშაო გამოცდილება(საბანკო, საფინანსო, ორგანიზაციებში)
**  უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით
**  კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის, ფულადი ნაკადების დისკონტირების მეთოდების და ფინანსური აქტივების შეფასების ცოდნა მაღალ დონეზე
**   საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა 
**  ინგლისური ენის კარგი ცოდნა
**  რისკების მართვის პრინციპების და საბაზრო, საპროცენტო და ლიკვიდობის რისკების მართვის მეთოდების ცოდნა.

უნარები:

**  ანალიტიკური აზროვნება 
**  დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვა
**  გუნდური მუშაობის უნარი
**  გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
**  გახსნილი სიახლეების და ცვლილებების მიმართ
**  პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. 

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge არაუგვიანეს 2018 წლის  1 დეკემბრისა.  გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია,  ჩვენი ორგანიზაციის შესახებ,  შეგიძლიათ  იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე:  http://www.leadercredit.ge 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს "მისო ლიდერ კრედიტის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "მისო ლიდერ კრედიტში"  ნებისმიერ პოზიციაზე  თქვენი  კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს "მისო ლიდერ კრედიტში" დასაქმებულის ინდივიდუალური  შრომითი  ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი. შპს "მისო ლიდერ კრედიტმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს "მისო ლიდერ კრედიტმა" შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru