www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 100 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 700-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვალდებულებები:

** IT მომსახურება;
** ქსელის საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერების აწყობა, შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა პერსონალისათვის;
** სუფთა სახლში არსებული მაღაზიების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ოფისის ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით)
** სასურველია Cisco-ს და Microtick-ის ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** მიზანდასახული
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე
** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

საწყისი ანაზღაურება 400-დან 800 ლარის ფარგლებში გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge და გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "IT სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს, შემდეგ მისამართზე: http://www.clean-house.ge

ვიცხოვროთ "სუფთა სახლში"!

"სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru