www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ტრანსმშენი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

სააქციო საზოგადოება "ტრანსმშენი" არის საქართველოში უძველესი სამშენებლო კომპანია, 1929 წლიდან დღემდე განხორციელებული მრავალი უნიკალური პროექტით.
ახალი აქციონერებითა და განახლებული მენეჯმენტით 2018 წლის ბოლოდან კომპანია იწყებს რამდენიმე მსხვილი ობიექტის მშენებლობას, რისთვისაც გვჭირდება ახალი, მოტივირებული თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან ერთად მოახერხებენ ახალი წარმატებებისა და სიმაღლეების მიღწევას!

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.transmsheni.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების ვადების დადგენა, გუნდის და რესურსის ფორმირება;
** პროექტის გუნდის მართვა;
** პროექტების ვადების, ბიუჯეტის და ხარისხის კონტროლი;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** პროექტის მსვლელობის შუალედური შედეგების განხილვა, სტატუს რეპორტების მომზადება;
** პროექტის სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და პროგრესის ანალიზი;
** ფაქტიურად შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შედარებითი ანგარიშის მომზადება;
** პროექტის მსვლელობის შუალედური შედეგების განხილვა და სხვადასხვა ეტაპზე ანგარიშის მომზადება;
** პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების აქტიურად მართვა;
** მასალების მარაგების მართვა;
** პროექტის გუნდთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** პროექტში ჩართულ მესამე მხარეებთან ურთიერთობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/ტექნიკური მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
** ზოგადი მენეჯმენტის და პროექტების მენეჯმენტის სიღრმისეული ცოდნა;
** აუცილებელია გამოცდილება პროექტების მართვასა და განხორციელებაში;
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პროექტების მართვისას საჭირო დოკუმენტაციის ცოდნა Project Charter, Scope, WBS და სხვ.;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point; MS project;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარის მქონე;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდის მოტივაციისა და ლიდერობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული, კრეატიული;
** გამოსავლის ალტერნატიული გზების ძიების უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.apkhazava@transmsheni.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru