www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აქტივების მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას აქტივების (მოძრავი ქონების) მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 800-1000 ლარი ხელზე ასაღები (ბონუსის გარეშე)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსუბუქი/სატვირთო ავტომანქანის, საგზაო/სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.
** უპირატესობა მიენიჭებათ მოძრავი ქონების განხრით სერთიფიცირებულ სპეციალისტებს;
** უმაღლესი განათლება;
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** ლიზინგის აქტივების გეგმიური მონიტორინგი თბილისსა და რეგიონებში, რაც ითვალისწინებს აქტივების ტექნიკურ-ფუნქციონალურ შემოწმებას და დასკვნის მომზადებას;
** ყოველკვირეული რეპორტინგი;
** საჭიროების შემთხვევაში აქტივების გამოთხოვის ორგანიზება.
** შერჩევის მეორე ეტაპი მოიცავს მოძრავი ქონების შეფასება/დასკვნის მომზადებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru