www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

"ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. შემოგვიერთდით კონსულტანტის პოზიციაზე. ჩვენ შეგიქმნით კომფორტულ სამუშაო პირობებს და ვიზრუნებთ თქვენი კარიერული წინსვლისა და განვითარებისათვის.

სამუშაო ადგილი: თემქა, გლდანი, ვარკეთილი, ბაგები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი, სწრაფი და ეფექტური მომსახურება.
** დაქვემდებარებაში არსებულ სექციაზე პროდუქციის დანაკლისის შევსებაზე ზრუნვა.
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი.
** პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლების ნებისმიერი ხარისხი
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** უკონფლიქტობა
** მოწესრიგებულობა
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი ორცვლიანი:

** I ცვლა 08:00-16:00
** II ცვლა16:00-24:00

დასვენების დღე: ურთიერთშეთანხმებით.
ანაზღაურება საშუალოდ 350-450 (ნამუშევარი დროის შესაბამისად)+ ბონუსები

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი (ავტობიოგრაფია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zgapari.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და სასურველი სამუშაო ადგილი. კანდიდატების შერჩევაა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, კომპანიის სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭიჭინაძის # 17 (აფრიკა).

2. შემოგვიერთდით კონსულტანტის პოზიციაზე. ჩვენ შეგიქმნით კომფორტულ სამუშაო პირობებს და ვიზრუნებთ თქვენი კარიერული წინსვლისა და განვითარებისათვის.

სამუშაო ადგილი: ჯიქია, თემქა, გლდანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი, აფრიკა, ნუცუბიძის ქ., ბაგები, ფონიჭალა, ზაჰესი, ლილო, გაბრიელ სალოსის ქ, სოფ. წიწამური, მეტრო 300 არაგველები.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი და ეფექტური მომსახურეობა
** სალარო ოპერაციების წარმოება
** სალაროს მიმდებარედ განთავსებული პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა
** სალაროს მიმდებარედ არსებული პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისათვის მოთხოვნის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სასურველია

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ენერგიულობა

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი ორცვლიანი:

** I ცვლა 08:00-16:00
** II ცვლა16:00-24:00

დასვენების დღე- ურთიერთშეთანხმებით.
ანაზღაურება საშუალოდ 350-450 (ნამუშევარი დროის შესაბამისად)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი (ავტობიოგრაფია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zgapari.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და სასურველი სამუშაო ადგილი.

კანდიდატების შერჩევაა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, კომპანიის სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭიჭინაძის # 17 (აფრიკა)

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru