www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვის
მომწოდებელი: EPRC
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 ნოემბერი

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" აცხადებს კონკურსს საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვის - "ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ".

კონკურსი ტარდება აშშ საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის "100 ლექცია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე" ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს ვიწვევთ, გამოაგზავნონ იდეები ლექციის სავარაუდო თემატიკასთან დაკავშირებით.

ლექციის თემატიკისადმი მთავარი მოთხოვნაა - მასში უნდა იყოს წარმოჩენილი ევროპის ისტორია და/ან ევროპის კულტურა, ღირებულებები, ეკონომიკა, ევროპისა და საქართველოს ურთიერთობები და ა.შ. ნებისმიერი იდეა, რომელიც მოსწავლეების მიერ ევროპის უკეთ გაცნობას მოემსახურება. სალექციო თემატიკასთან დაკავშირებით მონაწილეებს ეძლევათ სრული თავისუფლება - ლექცია შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ საგანში: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, ქართული, უცხო ენები, სამოქალაქო განათლება, მუსიკა, ხელოვნება თუ ა.შ.

გამარჯვებული 50 იდეის ავტორი მასწავლებელი გახდება პროექტის მონაწილე, რაც მათ საშუალება მისცემს მიიღონ მონაწილეობა 3 დღიან ტრენინგში ევროკავშირის შესახებ, რომელიც გაიმართება 2018 წლის 14-16 დეკემბერს საქართველოში; ასევე ჩაატაროს 2 ლექცია მოსწავლეებისთვის, შესაბამისი ანაზღაურებით.

მოხდება ჩატარებული ლექციების გადაღება და საკონკურსო კომისია შეარჩევს 10 მასწავლებელს, რომლებიც პროექტის ფარგლებში ვიზიტით გაემგზავრებიან ბრიუსელში. მონაწილეობის ენა შეზღუდული არ არის. ჯგუფს მოემსახურება თარჯიმანი.

მონაწილეობის პირობები:

** კონკურსის მონაწილე უნდა იყოს საქართველოში საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებელი;
** იდეა წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის ფაილში - მაქსიმუმ 500 სიტყვის მოცულობით. წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ავტორის სახელს და გვარს, სკოლისა და საგნის დასახელებას, ჩასატარებელი ლექციის (გაკვეთილის) მოკლე ანოტაციას.

განაცხადი გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eprc.ge. წერილის დასახელებაში მითითებული უნდა იყოს: "განაცხადი კონკურსისთვის - მონაწილის სახელი და გვარი".

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25 ნოემბერი, 2018 წელი, 18:00 საათი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: 599 922372 ან 593 366993.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru