www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის ოპერატორი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
** შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი;
** ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
** შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი;
** თვიური და წლიური გეგმის შედგენა და მონიტორინგი;
** ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ.მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ექსპორტის ოპერატორი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru