www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი, ელექტრიკოსი - ბათუმი
მომწოდებელი: სასტუმრო Hilton Batumi
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიებს საინჟინრო დეპარტამენტში, ტექნიკოსისა და ელექტრიკოსის პოზიციებზე (Technician and Electrician).

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასტუმრო სფეროში
** ელექტრიკოსს სასურველია გააჩნდეს მესამე ან მეოთხე დონის ელექტრიკოსის სერტიფიკატი
** ტექნიკოსს სასურველია გააჩნდეს სამუშაო გამოცდილება სამღებრო სარემონტო სამუშაოებზე
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

1. სრული სამუშაო განაკვეთი (ცვლებში მუშაობა)
2. სასტუმრო უზრუნველყოფს:

** ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ
** უფასო კვებას და უნიფორმას (ასევე მათ დასუფთავებას)
** უფასო პარკინგს
** 50% ფასდაკლებას სასტუმროს რესტორნებსა და სპაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Batumi.Career@hilton.com. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით CV-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რას ნიშნავს "ჰილტონში" მუშაობა?

სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში მოწინავე "ჰილტონის" სასტუმროების და კურორტების ქსელი აღიარებულია, როგორც თანამედროვე და მოწინავე აზროვნების ლიდერი საერთაშორისო ბაზარზე. თითქმის 100 წლიანი გამოცდილებით, სიტყვა "ჰილტონი" ასოცირდება სასტუმროს სინონიმთან, რაც განპირობებულია მისი პროდუქტებით, კეთილმოწყობით და მომსახურების მიმართ ინოვაციური მიდგომით. ჩვენ ვხდით მოგზაურობას უფრო მარტივს: ჩვენი დიზაინით, რესტორნის ინოვაციური კონცეფციით, დაუვიწყარი სტუმართმოყვარეობითა და ერთგულებით საზოგადოებისადმი. ჩვენ გვსურს, რომ ყველა ჩვენმა სტუმარმა იგრძნოს, რომ ის დაფასებულია, რომ მასზე ზრუნავენ და პატივს სცემენ.

თუ თქვენ გესმით ბრენდის რეპუტაციის შენარჩუნების მნიშვნელობა და გსურთ გამოსცადოთ თქვენი შესაძლებლობები, სტუმართმოყვარეობის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ სასტუმროების ქსელში, მაშინ თქვენ ზუსტად ის ადამიანი ხართ, ვისაც ჩვენ ვეძებთ! "ჰილტონის" სასტუმროების და კურორტების ქსელი ის ადგილია, სადაც სტუმარს მუდმივად ვპირდებით ჩვენთან გატარებულ განსაკუთრებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას.

"ჰილტონ ბათუმის" გუნდი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru