www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 ნოემბერი

ჩვენ, "McDonald`s საქართველო", 1999 წლიდან ვმუშაობთ საქართველოში და წარმოვადგენთ ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში მომსახურების კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. დღეისათვის, ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით ჩვენს 14 რესტორანში, როგორც თბილისსა და რუსთავში, ისე საქართველოს 3 რეგიონში. ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 1000-მდე  ახალგაზრდას. კომპანიის კულტურა ეფუძნება პატივისცემასა და სამართლიანობას. ჩვენ ვაფასებთ ღია, კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე თანამშრომლებს და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას.

ამჟამად, ვეძებთ საწყობის მენეჯერს.

რას გთავაზობთ:

** დინამიურ სამუშაოს პროფესიონალთა დიდ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გუნდში;
** უწყვეტ, სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** MS  Office, Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** ცვლის ყოველდღიური გეგმის შედგენა და გეგმის განხორციელების მონიტორინგი;
** ცვლის მართვა;
** კადრების მართვა და თანამშრომელთა ყოველკვირეული სამუშაო განრიგის შედგენა და განრიგის შესრულების მონიტორინგი;
** საწყობში სანიტარული სამუშაოების ყოველკვირეული გეგმის შედგენა, მონიტორინგი და შესრულება;
** რესტორნების შეკვეთების მიღება დამუშავება, შეგროვების ორგანიზება მომარაგების განრიგისა და ცვლის გეგმის შესაბამისად;
** ტრანსფერების გააქტიურება, დელივერის გუნდისთვის შეკვეთების გადაბარება;
** მომარაგების მიღების ანგარიშებში დაფიქსირებული პრობლემების აღრიცხვა უკუკავშირი საწყობის მენეჯერთან;
** თვის საუკეთესო თანამშრომლის გამოვლენაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, ვადების ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
** საწყობის, ინვენტარის და ტექნიკის ყოველდღიური სანიტარულ ტექნიკური მონიტორინგი - ცვლის გადაბარების ჩეკლისტი, ტექნიკოსის ჩეკლისტი;
** ყოველკვირეული ინვენტარიზაციის ჩატარება, აღმოჩენილი სხვაობებზე კომუნიკაცია საწყობის მენეჯერთან;
** ინვენტარის და სამშენებლო მასალების მიღება, გაცემა, აღრიცხვა დასაწყობება;
** რესტორანში გასაგზავნი და რესტორნიდან დაბრუნებული ტარის ყოველდღიური აღრიცხვა;
** თანამშრომელთა და მენეჯერთა ყოველკვირეული შეხვედრის ორგანიზება, პრობლემური საკითხების განხილვა და სამოქმედო გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება
** მაკდონალდსის საკვების უსაფრთხოების და ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუქციებით და პოლიტიკით მოთხოვნილი ჩეკლისტების და რეპორტების წარმოება;
** თანამშრომელთა მიერ "მაკდონალდსის" საკვების უსაფრთხოების და ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუქციების შესრულების კონტროლი;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება;
** პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარული ნორმების დაცვა და  კონტროლი;
** პროდუქციის ტემპერატურული რეჟიმების დაცვა პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და დატვირთვის დროს;
** პროდუქციის ხარისხის სტანდარტების დაცვა და უზრუნველყოფა.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელფოსტაზე: vacancy@mcdonalds.ge 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru