www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი" (www.agconsulting.ge), "EuraAudit International"-ის წევრი საქართველოში, აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.

ხანგრძლივობა: 6 თვე. კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში;
** ინფორმაციის გადამოწმება/შედარება პირველად წყაროსთან;
** სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო - სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური და/ან საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით;
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agconsulting.ge 2018 წლის 20 ნოემბრამდე. ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება ბუღალტერიაში".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru