www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Fsolution
გამოქვეყნდა: 1 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

კომპანია "Fsolution" არის ყველაზე ინოვაციური კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, (რუსთავი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, ა.შ.). კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს კომპლექსურ და მულტი ფუნქციურ აპლიკაციას და ვებ პორტალს. კომპანიის მთავარი მიზანია, სწორი მენეჯმენტისა და გაყიდვების კუთხით მიაღწიოს სასურველ მიზანს, უმოკლეს დროში შესთავაზოს ინოვაციური პროდუქტი მის მომხმარებლებს და გაიჩინოს ლოიალური კლიენტები. მომხმარებლებს აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია მოახდინონ სავალუტო ობიექტების ბუღალტრული აღრიცხვა, კონტროლი და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია პარტნიორული ურთიერთობების და ლოიალური კლიენტების მოზიდვა და კომპანიის მაღალი პროდუქტის და სერვისის შეთავაზებაა.

ამჟამად კომპანია ფუნქციონირებს უკვე მესამე წელია და ეძიებს დიდი პოტენციალის მქონე, შრომისმოყვარე, და იდეებით სავსე გუნდის წევრებს.

კომპანია "Fsolution" აცხადებს ვაკანსიას (გარე) გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს!

მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტების გაზრდა
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა
** არსებული და ახალი კლიენტებისთვის და აპლიკაციის ჩაწერა/ახსნა
** საჭიროა ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** გუნდური მუშაობის და კომპლექსური საკითხების მოგვარების უნარი
** (მანქანა/მოპედი) ჩაითვლება უპირატესობად

უმაღლესი განათლება: სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი, ფინანსების კუთხით.

ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი ხელზე + გაყიდვების გეგმის შესრულების შემთხვევაში საკმაოდ კარგი დანამატი, შესაძლოა იყოს 20 ლარიდან 2000 ლარამდე.

ვაკანსიები განიხილება 2 კვირის განმავლობაში, ჩვენი გუნდი განიხილავს ყველა თქვენს გამოგზავნილ რეზიუმეს და შესაფერის კანდიდატებს დაგიკავშირდებათ ჩვენი გუნდი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე support@fsolution.ge და დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ გაყიდვების მენეჯერის პოზიცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru