www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: pcshop.ge
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

კომპიუტერული მაღაზია "pcshop.ge" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობა;
** გაყიდვების ორგანიზება და მართვა;
** ახალი პოტენციური კლიენტის მოძიება;
** პოტენციური კლიენტებისათვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ცოდნა და გამოცდილება:

** კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის, ქსელის აპარატურის მახასიათებლების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება (ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრაცია);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** კლიენტზე ფოკუსირებული და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

განაცხადის მიღების ბოლოს ვადაა 30 ნოემბერი, 2018 წ.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ugtgrouphr@ugt.ge და შინაარსის ველში მიუთითეთ: "PCSHOP.GE - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის
განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru