www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის მედიის სკოლა) აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ- პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ დისციპლინებში.

პროფესორი, 9 ვაკანტური ადგილი:

** დოკუმენტური ფილმი
** მედიის სამართალი
** საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრატეგია და ტაქტიკა
** კომუნიკაციის თეორია
** პოლიტიკური "პიარ" კამპანიების დაგეგმვა და მართვა
** კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციების გაშუქება

ასოცირებული პროფესორი, 7 ვაკანტური ადგილი:

** წერა ჟურნალისთვის/გაზეთისთვის
** პოლიტიკის გაშუქება
** ახალი ამბების პროდიუსინგი
** კულტურის ამბების გაშუქება

ასისტენტ-პროფესორი 7 ვაკანტური ადგილი:

** მასობრივი კომუნიკაციის თეორია
** მედია მენეჯმენტი
** ეკონომიკისა და ბიზნესის გაშუქება
** მედიის კვლევის მეთოდები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესორისთვის: პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
** ასოცირებული პროფესორისთვის: ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
** ასისტენტ- პროფესორისთვის: ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

კანდიდატების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხიმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** CV-რეზიუმე;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
** გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია (შესაბამის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად)
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში; (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
** II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
** III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

საბუთების მიღება: 2018 წლის 2 დეკემბრიდან- 2018 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2018 წლის დეკემბრის თვე.
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2018 წლის 15 იანვარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge და გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!

ტელ: 032 2377777



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru