www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"UGT GROUP" აცხადებს ვაკანსიას Front-End დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ საიტების გეგმისა და სტრუქტურის დამუშავება;
** ვებ დიზაინის ინსტრუქციებისა და სტანდარტების შექმნა;
** ვებ საიტების დიზაინის შექმნა;
** ვებ საიტების ნიმუშების პრეზენტაცია;
** მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და ეფექტიანი ვებ დიზაინის შექმნა;
** ვებ საიტების დიზაინისთვის ორიგინალური კონცეფციების შემუშავება, რომელიც მომხმარებელს გაუმარტივებს საიტის მოხმარებას;
** ვებ საიტების ტესტირება და გაუმჯობესება;
** ვებ საიტების პერიოდული განახლება;
** განსხვავებული კონტენტის მართვის სისტემებთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ციფრული მედიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
** HTML, CSS, Javascript, PHP, CMS - ის ცოდნა;
** UI/UX, Photoshop, Illustrator - ის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და ადვილად ათვისების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: ugtgrouphr@ugt.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "Front-End Developer".

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru