www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონტიორ-ინსტალატორი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მონტიორ-ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;
** ყოველდღიურად უზრუნველყოს მის სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენა დადგენილ ვადებში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ტელეფონის აპარატების მოწყობილობანი და მათდამი წაყენებული მოთხოვნები;
** ბოძების, დგარების, სააბონენტო პუნქტების და ინტერნეტის მოწყობის პრინციპები;
** სააბონენტო და ინტერნეტ მოწყობილობების ექსპლუატაციის წესები;
** კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების წესები და მათთან მუშაობა;
** აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;
** კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ჰქონდეს მართვის მოწმობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სქესი - მამრობითი;
** გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** დროის მართვა.
** გუნდში მუშაობის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს საკუთარი ავტომობილით.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტესტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@ak.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მონტიორ-ინსტალატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru