www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

ტექნიკის №1 ჰიპერმარკეტი "METROMART"-ი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება, შეხვედრების ჩანაწერების წარმოება;
** კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე და სხვა საკონტაქტო ინფორმაციაზე რეაგირება, გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტებთან და უკუკავშირის კონტროლი;
** მენეჯმენტისა და კომპანიის თანამშრომლების ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;
** კომპანიაში შემოსული, გასული და შიდა კორესპონდენციის ადმინისტრირება და მართვა;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის რეესტრი და დაარქივების უზრუნველყოფა (ბრძანებები, ხელშეკრულებები, წერილები და სხვა სახის დოკუმენტები);
** მენეჯმენტისა და თანამშრომლების სამსახურებრივ მივლინებებთან (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ) პროცესების ორგანიზება;
** კომპანიის ოფისის სანიტარული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი
** საკანცელარიო ნივთების შეკვეთა;

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული,
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამედიცინო დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე - vacancy@metromart.ge 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru