www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი - ქუთაისი
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს მისო "ქართული კრედიტი" დაფუძნდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის "ქართული კრედიტი" საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს/საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** აგრო-ბიზნეს სფეროების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროების საკითხების განსაზღვრა, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი, პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან აგრო მიმართულების განხრით;
** ფინანსურ ორგანიზაციაში ბიზნეს ან/და აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel)  მაღალ დონეზე ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს (გამომდინარე კანდიდატის გამოცდილებიდან) + ბონუსი;
** კორპორატიულ ნომერს სატელეფონო ლიმიტით;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს გამოსაცდელი ვადის შემდეგ;
** კარიერულ განვითარების შესაძლებლობას მზარდ ორგანიზაციაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის და ფილიალის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 18 ნოემბერი, 2018 წელი
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრისა.   

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართულ კრედიტში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru