www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამა - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
თანდართული ფაილი: finca.doc
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 ნოემბერი

"ფინკა ბანკი საქართველო" უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ და აცხადებს საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

სტაჟირების პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას დაეუფლოთ საკრედიტო ოფიცრის პროფესიას.

თუ გხიბლავთ დინამიკური, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში.

რას შეისწავლით პროგრამის მსვლელობისას?

** საკრედიტო პროდუქტები
** საოპერაციო პროდუქტები (ანაბრები, ანგარიშები, გადარიცხვები, გზავნილები)
** გაყიდვების ტექნიკები
** სალაროს ოპერაციები
** მომსახურების სტანდარტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო
** ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე
ადგილმდებარეობა: ფინკა ბანკი საქართველოს სერვის ცენტრები
ანაზღაურება: გაყიდვების საკომისიო
შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება შესაბამისი საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში
ვაკანტური თანამდებობა: 3 ადგილი აპლიკაციაში ჩამოთვლილ თითოეულ სერვის ცენტრში

თუ დაგაინტერესათ სტაჟირების პროგრამამ, მაშინ გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა სრულად, მიუთითოთ სტაჟირების სასურველი ლოკაცია და გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით: vacancy@finca.ge

გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში მიუთითეთ "საკრედიტო ოფიცრის სტაჟირება - ადგილმდებარეობა" მაგ.: "საკრედიტო ოფიცრის სტაჟირება - თელავი"

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 16 ნოემბერი 2018.

სტაჟირება ცხადდება:

თბილისის რეგიონი:

** დიდუბის ს/ც
** გლდანის ს/ც
** ლილოს ს/ც
** რუსთავის ს/ც
** საგარეჯოს ს/ც
** ვარკეთილის ს/ც

შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი:

** გორის ს/ც
** ხაშურის ს/ც
** კასპის ს/ც
** ახალქალაქის ს/ც
** ახალციხის ს/ც

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი:

ამბროლაურის ს/ც

იმერეთის რეგიონი:

** ქუთაისის ს/ც
** ზესტაფონის ს/ც
** საჩხერის ს/ც
** ჭიათურის ს/ც
** ბაღდათის ს/ც
** სამტრედიის ს/ც

კახეთის და შიდა ქართლის რეგიონი:

** ყვარელის ს/ც
** მარნეულის ს/ც
** ახმეტის ს/ც
** ბოლნისი ს/ც
** დმანისი ს/ც
** გურჯაანის ს/ც
** ლაგოდეხის ს/ც
** თელავის ს/ც
** წნორის ს/ც

სამეგრელოს რეგიონი:

** ზუგდიდის ს/ც
** ფოთის ს/ც
** სენაკის ს/ც
** ჩხოროწყუს ს/ც

აჭარის რეგიონი:

** ბათუმის ს/ც
** ქობულეთის ს/ც
** ხელვაჩაურის ს/ც
** ხულოს ს/ც

როგორ ხდება შერჩევა?

კონკურსი არის 3 ეტაპიანი და მოიცავს:

** შესარჩევი სიის მომზადება (შემოსული განაცხადების გადარჩევა);
** ტესტირება;
** ინდივიდუალური გასაუბრება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru