www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 21 ნოემბერი

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
** მომხმარებლების მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მათთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ხელშეკრულებების პირობებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება, ყოველდღიური შეხვედრა;
** კორპორატიული პორტფელის მართვა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის  ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების  მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge  2018 წლის  21 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru