www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 24 ნოემბერი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის საკასო ცენტრის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ნაღდი ფულის (ბანკნოტებისა და მონეტების) გადათვლა და კატეგორიების მიხედვით დახარისხება, მათ შორის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
** ნაღდფულიანი კონტეინერების (ბანკნოტები, მონეტები) მიღება, კონების/ ტომრების შიგთავსის ამოლაგება/ გადათვლა/შეფუთვა)
** საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენა;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სრული ზოგადი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

კომპეტენციები:

** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და წარმართვა;
** იდეების დასაბუთება, დარწმუნება;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტაცია;
** სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
** გუნდური მუშაობა.

თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი (დარიცხული)
კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

მსურველებს გთხოვთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ 24 ნოემბრამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@nbg.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-ოპერატორი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru