www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: დიო
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

შპს "დიო" 22 წელია წამყვანი კომპანიაა საქართველოში. მისი წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ კომპანია ბაზარზე ლიდერად აქცია.

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში "დიო"-ს ჰყავს წარმომადგენლობები.

სრული ინფორმაციისათვის გადადით საიტზე: www.dio.ge

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

"დიო"-ს მარკეტინგის გუნდში ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს.

სამუშაო ადგილი "დიო"-ს სათავო ოფისი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ 3.

შეგვეხმიანოს შემოქმედებითი, სწრაფი და გემოვნებიანი ადამიანი, ვინც თვლის რომ ხარისხიანი დიზაინი კომპანიის იმიჯის განმაპირობებელია, და მზადაა ამ გამოწვევისთვის. შეძლებს ახალ სამუშაო ადგილზე ადვილად ადაპტირებას, გუნდთან ერთად ჩაერთვება საინტერესო პროექტებში და აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას.

მისი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა/დამუშავება
** სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების(საიმიჯო ბუკლეტი, კატალოგი, პროდუქციის სარეკლამო ბროშურა, პოსტერი, ფლაერი) მომზადება
** სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრული ჩართულობა

უნდა ფლობდეს:

** Photoshop, Illustrator, InDesign პროგრამებს
** უნარს კრეატიულად წარმოაჩინოს კომპანიის მესიჯები

დიოს შემოთავაზებაა:

** მეგობრული სამუშაო გარემო
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** წახალისების სისტემა;
** ნაწილობრივი ტრანსპორტირება
** კვებით უზრუნველყოფა;

და ბოლოს, სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** After Effects, Premier

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge

გაითვალისწინეთ, რომ განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 30 ნოემბერი.

გთხოვთ, იყოთ ყურადღებით: შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე/მობ. ნომერზე. მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.

აქვე გიდასტურებთ, რომ:

** კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ვანიჭებთ.
** ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru