www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** ოპტიმალური კორპორატიული ფინანსური სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
** ყოველწლიური ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა და ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშსწორების პროცესის კოორდინაცია;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ("ფასს" / IFRS) შესაბამისად, ყოველთვიური და კვარტალური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესის კოორდინაცია;
** კომპანიის მხრიდან აუდიტორული კომპანიისთვის წარსადგენი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესის კოორდინაცია. აუდიტის პერიოდში აუდიტორთან ურთიერთობა - სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მობილიზება;
** ყველა სტანდარტული ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტის მაქსიმალურად ავტომატიზება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან მჭიდრო ურთიერთობით და სამუშაოს შესრულების ვადების სრული დაცვით;
** საგადასახადო რისკების ოპტიმიზაცია, მართვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხი);
** მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, აუდიტის ან/და რეპორტინგის მიმართულებით. სასურველია, მინიმუმ 2 (ორი) წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური დირექტორის პოზიციაზე;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების კარგად ცოდნა. სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ACCA-ს ან CFA-ს სასერტიფიკატო პროგრამა;
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შესრულების სიზუსტე და სისწრაფის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2018 წლის 20 ნოემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ფინანსური დირექტორი.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru