www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მომსახურების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: კრედიტინფო საქართველო
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 ნოემბერი

საკრედიტო საინფორმაციო ბიურო სს "კრედიტინფო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე კლიენტთა მომსახურების ჯგუფის უფროსი.

სამუშაო გრაფიკი 10:00-დან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურების თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება. დისციპლინის, საუბრების და კლიენტთა შეკითხვა/პრეტენზიების დამუშავების პროცესის კონტროლი;
** კლიენტთა მომსახურების სტანდარტის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა;
** შემოსული პრეტენზიების დროული აღრიცვა, დამუშავება და ანგარიშგების პროცესის ეფექტურად წარმოების ორგანიზება;
** შემოსული ზარების მუდმივი ანალიზი და სტანდარტის შესრულების კონტროლი;
** კლიენტთა მომსახურების გუნდის მართვა და კადრების განვითარებაზე ზრუნვა;
** კომუნიკაცია გარე მომხმარებლებთან;
** ანგარიშგება ზედა რგოლის მენეჯმენტთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრი;
** ქოლ ცენტრის/კლიენტთა მომსახურების მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

** ლიდერის თვისებები
** ანალიტიკური აზროვნება
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ცოდნის გაზიარების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მაღალი მოტივაცია
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დათქმული ვადების დაცვით მუშაობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@creditinfo.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru