www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - გამოწვევა ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში
მომწოდებელი: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება - DWV
თანდართული ფაილი: training.zip
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 ნოემბერი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებისა (DIHK) და გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის (AHK) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. იგი აერთიანებს გერმანულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართულ 180-ზე მეტ კომპანიას. DWV არის ფრანკფურტის გამოფენებისა და სენიორ ექსპერტთა სერვისის (SES) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ კომპანია - "C-Team Management Consulting"-თან ერთად გიწვევთ პრაქტიკულ ტრენინგზე: "გამოწვევა ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში".

ტრენინგის მიზანი:

** ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით:
** პროცესი ადამიანური რესურსების მართვიდან ადამიანური კაპიტალის განვითარებამდე
** ტალანტების მართვა: მოზიდვა, შენარჩუნება და განვითარება
** ორგანიზაციებში "ტალანტ მენეჯმენტის" დანერგვის საერთაშორისო პრაქტიკა და მაგალითები

ტრენინგს ჩაატარებს პარტნიორი - C-Team Management Consulting-ის მმართველი პარტნიორი და ხელმძღვანელი ქალბატონი - სალომე არღვლიანი.

თარიღი: 22 ნოემბერი, 2018
დრო: 11:00 - 17:00
ტრენინგის საფასური: DWV-ს წევრებისთვის - 200, სხვა შემთხვევაში - 250 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
სამუშაო ენა: ქართული

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16 ნოემბერი, სარეგისტრაციო ფორმა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.

სრული პროგრამა და მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართული ფაილში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru