www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანიმატორი - ბაკურიანი
მომწოდებელი: შტაბი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"შტაბი " არის საბავშვო სივრცე ბაკურიანში, სადაც მშობლებს შეეძლებათ დატოვონ ბავშვები რამდენიმე საათით გასართობ, სანდო და სასიამოვნო გარემოში. შტაბი ასევე უმასპინძლებს სხვადასხვა სახის თემატურ შოუებს და დაბადების დღეებს.

ამჟამად, "შტაბი" ეძებს აქტიურ, მონდომებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ანიმატორების პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შტაბში დაგეგმილი აქტივობის ჩატარება/გაძღოლა
** ბავშვების ჩართვა სხვადასხვა თამაშებსა და შეჯიბრებებში
** ბავშვზე ზრუნვა (ბავშვის უსაფრთხოებაზე და ჰიგიენაზე ზრუნვა)
** შტაბის აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (ბონუსია განათლება სამსახიობო მიმართულებით), დასაშვებია სტუდენტი
** ბონუსია სამუშაო გამოცდილება ბავშვებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში
** სავალდებულოა გამართული ქართული, რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა
** ბავშვების სიყვარული
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ყურადღებიანი, ენერგიული, თავაზიანი,
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი
** ბავშვის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების/კომუნიკაციის უნარი
** ბავშვებისთვის სასიამოვნო, მზრუნველი გარემოს შექმნის უნარი

თუ გსურთ სასიამოვნოთ გაატაროთ ზამთარი ბაკურიანში და ამასთანავე მიიღოთ ანაზღაურება, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: info@sigmagroup.ge არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru