www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"თერმოინდუსტრია" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. "თერმოინდუსტრია" 2012 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს გარემოზე ორიენტირებულ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იტალიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან და უნგრეთიდან. "თერმოინდუსტრია" მსოფლიოს არაერთი წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.

"თერმოინდუსტრია" გთავაზობთ კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას.

პოზიცია: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა;
** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა/მონიტორინგი;
** წარმატებული გაყიდვის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, სამუშაოსთან დაკავშირებული, დავალებების შესრულება;
** კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე ზრუნვა;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსის მოთხოვნის შესაბამისად;
** დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, მარკეტინგის მიმართულებით
** გამოცდილება: გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: 1C, Microsoft Office.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი
** სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: hr@thermoindustria.com და "subject"-ის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "კორპ. გაყიდვების მენეჯერი/თბილისი". სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 30 ნოემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru